დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოაქვეყნა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.
სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ შემდეგ ვებგვერდზე: idp. moh. gov. ge
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა. 80 კვ.მ ფართობის საცხოვრებლები დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, უახლოეს მომავალში გადაეცემათ.