საზოგადოება
16.08.2023 12:02
საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებული აღსაზრდელების მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი საჭირო დოკუმენტების წარდგენას სააგენტოში 18 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს

2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებული აღსაზრდელების მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საჭირო დოკუმენტების წარდგენა სააგენტოში (სტალინის გამზ. 16) 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სააგენტოში განუცხადეს.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, სააგენტოს ინფორმაციით, დაგჭიდებათ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, ორი ფოტოსურათი (3X4), მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი, რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

ცნობისთვის, დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

კვირის ამბები