გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აგვისტოდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა კლება მეტად შესამჩნევი 19 აგვისტოდან გახდება და 23 აგვისტოს მხოლოდ +25 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დეტალურ პროგნოზს, 16 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს, +33 გრადუსია მოსალოდნელი 17-18 აგვისტოს, 19-ში კი, ნავარაუდევია +31 გრადუსი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა.
გორში, 20, 21, 22 და 23 აგვისტოს, ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა, ელჭექი და ნალექი.