კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, 7 პირს კი ეძებენ.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს, შუადღით, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 26 ადამიანი დაიღუპა, 7 პირს, მათ შორის ბავშვებს, ამ დრომდე ეძებენ, სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.
ძებნა-შველის ოპერაციები შოვში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ღონისძიებებში ჩართულები არიან პოლიციის დანაყოფები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სპეცტექნიკა. სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებიც.