საზოგადოება
16.08.2023 10:12
საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებიის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 18 აგვისტოს დაიწყება
საგნის და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 18 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად მიიღება ვებგვერდზე: online. naec. ge
მსურველებს განაცხადების შევსების შესაძლებლობა 22 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ. შესაძლებელია როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალების გასაჩივრება.
„აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში პირს განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება). დეტალური ინფორმაცია სააპელაციო განაცხადის შევსებასთან, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 18 აგვისტოს, 10:00 საათზე გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კვირის ამბები