სპორტი
15.08.2023 16:02
3X3 ზე კალათბურთში, გორის მუნიციპალიტეტში გამართული ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები გამოვლინდნენ

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში, 3x3 ზე კალათბურთში,  გორის მუნიციპალიტეტში გამართული ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები გამოვლინდნენ.

I ადგილი წილად ხვდა გუნდს - ,,ველთ", II ადგილის მფლობელია გუნდი ,,გარეთუბანი", III ადგილზე კი გუნდი ,,ბიგ ენდ 1"-ი გავიდა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასთან ერთად ფულადი ჯილდოც ერგო 1500 ლარის ოდენობით. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს კი, შესაბამისად, 1000 და 500 ლარი გადაეცათ.

გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც:

საუკეთესო ვეტერანი კალათბურთელი - ნიკოლოზ გრძელიშვილი

პერსპექტიული კალათბურთელი - ანდრია ჩოჩიშვილი.

აქტიური მონაწილე - ქვახვრელი

ბომბარდირი - ზუკა ზუბიაშვილი

საუკეთესო კალათბურთელი - ოთო მაჭარაშვილი

სექტემბერში, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველობებზე გამარჯვებული გუნდები რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებენ.

ჩემპიონატის ორგანიზატორია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი ,,ივერიონი".

კვირის ამბები