საზოგადოება
15.08.2023 15:51
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება

აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან და ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი, შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

გამოცემა Reuters-ის მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა.

კვირის ამბები