გორში ფუნქციონირება დაიწყო მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა. მუნიციპალური ინსპექცია 24 საათის განმავლობაში ემსახურება მოქალაქეებს, ზრუნავს მუნიციპალიტეტში წესრიგის დაცვაზე და უსაფრთხოებაზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალური ინსპექცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, ა(ა)იპ - ის თანამშრომლები მოსახლეობას იმ გამოწვევების დაძლევაში ეხმარებიან, რაც მათ ყოველდიურობას დისკომფორტს უქმნის.
სამსახურის მიზანი დარღვევების გამოვლენა და რეაგირებაა. დამრღვევის მიმართ გატარდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ნარჩენების მართვისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
„პაკირება, უნებართვო გარევაჭრობა, დასუფთავება, გარე რეკლამის განთავსება, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობა, იერსახე, ხმაურის ნორმების გადაჭარბება, სამგზავრო გადაყვანა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის მონიტორინგსაც აღნიშნული ა(ა)იპ უზრუნველყოფს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 1300“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.