საარჩევნო სააგიტაციო მასალა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში განთავსდება - შუალედურ არჩევნებში მოსახლეობა გორის და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყო ადგილები, სადაც საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებაა შესაძლებელი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს N40-ე დადგენილების მიხედვით, უკვე გამოყოფილია შესაბამისი კონკრეტული მისამართები, სადაც საარჩევნო პლაკატები უნდა განათავსოს საარჩევნო სუბიექტმა.
აღნიშნული დადგენილება, ასევე განსაზღვრავს, სააგიტაციო მასალის რაოდენობას და სხვა ტექნიკურ დეტალებს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას, ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმარება და მოსახლეობა გორის და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
„გორის მაცნეს" ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორის #32-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში, ოფიციალურად, არცერთი კანდიდატი არ არის რეგისტრირებული.