საზოგადოება
14.08.2023 12:32
სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა. 80 კვ.მ ფართობის საცხოვრებლები დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, უახლოეს მომავალში გადაეცემათ.

„სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა. ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მონტაჟი, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

შეგახსენებთ, სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. სააგენტო ახალაშენებულ სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს.

კვირის ამბები