გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა კლებას 19 აგვისტოდან დაიწყებს და 23 აგვისტოს მხოლოდ +25 გრადუსია ნავარაუდევი.
ტემპერატურის კლების პარალელურად, მოსალოდნელია ნალექიც.
რაც შეეხება დეტალურ პროგნოზს, 14 აგვისტოს გორში ნავარაუდევია +35 გრადუსი, +35 გრადუსამდე გათბება ჰაერი გორში 15-16 აგვისტოსაც, +33 გრადუსია მოსალოდნელი 17-18 აგვისტოს, 19-ში კი, ნავარაუდევია +31 გრადუსი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა.
პერიოდულად ღრუბლიანობა, ელჭექი და ნალექია ნავარაუდევი გორში 20, 21, 22 და 23 აგვისტოს.