სპორტი
14.08.2023 11:36
გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე 3x3 კალათბურთში ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართება

დღეს, 14 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე 3x3 კალათბურთში, ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართება. საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ინფორმაციით, შეჯიბრება 20:00 საათზე დაიწყება და მას ჭალის კალათბურთის მოედანი (სხირელის დარბაზის მიმდებარედ) უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში იმართება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. I ადგილზე გასულ გუნდს 1 500 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 1 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო III ადგილის მფლობელი 500 ლარს მიიღებს.

შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ორგანიზებით ტარდება.
კვირის ამბები