სპორტი
11.08.2023 13:34
„აპოელი“-„დილა“ - 2:0

უეფას საკონფერენციო ლიგის (UEFA conference league) მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გორის „დილამ“ დინამო არენაზე ჩაატარა და კვიპროსულ გუნდთან პაექრობისას დამარცხდა.

„აპოელმა“ „დილას“ 2:0 მოუგო, თუმცა, როგორც გუნდში აცხადებენ, „მატჩი დასრულდა, ყველაფერი კვიპროსში გადაწყდება“.

გორის „დილას“ მწვრთლელმა ანდრეი დემჩენკომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე წაგებული თამაში განიხილა და აღნიშნა, რომ ასეთი თამაშის წაგება სასიამოვნო არაა.

„ასეთი თამაშების წაგება სასიამოვნო არაა. „აპოელი“ თავს კარგად იცავდა, მეკარემ ძალიან მაგარი ბურთები აიღო. უნდა შევაქო მეტოქე, ზონები გადაკეტეს. მომენტები მაინც გვქონდა, თუმცა, ფინიშის დროს საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, სამწუხაროდ, ორივე გოლი საკუთარ კარში გავიტანეთ და წაგების გამო განსაკუთრებით იმედგაცრუებული ამიტომ ვარ. ჩვენ რობოტები არ ვართ, ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ განტევების ვაცი არ მოეძებნათ და ერთ ოჯახად დავრჩენილიყავით. „აპოელმა“ თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენი კაპიტანი გააძევეს. იქამდე, მათგან განსაკუთრებული ხიფათი არ მოდიოდა“, - განაცხადა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, განმეორებით თამაშს „დილა“ „აპოელთან“ 17 აგვისტოს კვიპროსში გამართავს.
კვირის ამბები