სპორტი
11.08.2023 13:24
2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე მკლავჭიდში, გორელებმა 1 - პირველი, 1 - მეორე და 2 მესამე ადგილი დაიკავეს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მკლავჭიდელებმა მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის საომარი მოქმედებებისას დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ, მე-14 ტრადიციულ ტურნირზე მკლავჭიდში.
შეჯიბრებაში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მწვრთნელების - თენგო ედილაშვილის და ბიძინა ნარიაშვილის აღსაზრდელებმა ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და 1 - პირველი, 1 - მეორე და 2 მესამე ადგილის დაკავება შეძლეს.
ტურნირის გამარჯვებული რატი ჭიქინაშვილი (85 კგ. მარცხენა) გახდა,
ლექსო ედილაშვილმა (75 კგ.) მარცხენა ხელით ჭიდილში - მეორე, ხოლო მარჯვენა ხელით ჭიდილში - მესამე ადგილი დაიკავა.
კვირის ამბები