სპორტი
10.08.2023 16:08
ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება - გორის „დილას“ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო

გორის „დილა“ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღეს, 10 აგვისტოს, დედაქალაქში გამართავს.

უეფას საკონფერენციო ლიგის (UEFA conference league) მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშს გორის „დილა“ დინამო არენაზე ჩაატარებს.

თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება და „დილას“ მეტოქე კვიპროსული გუნდი „აპოელი“ იქნება.

„თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, თუმცა, ზედმეტად არა. ვნახეთ კლაკსვიკის მატჩები, ჯერ ფერენცვაროში გააგდეს, გუშინ მდიდარ მიოლდეს მოუგეს, თან ის ბიჭები დილით სხვა სამსახურში მიდიან ხოლმე. ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება. ამიტომ, დაპირისპირებისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით...

რაც შეეხება მეტოქის სიძლიერეს, რაც უფრო მეტ ეტაპს გადიხარ, სულ უფრო ძლიერი მეტოქეები გხვდება. მაგრამ მოწინააღმდეგის ძალას ძალიან დიდ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, უფრო მეტად საკუთარ ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია ოპონენტისთვის. დუნაისკა სტრედა და ვორსკლა ძლიერი გუნდები იყვნენ, მათი დამარცხებით ჩვენ თვითრწმენა მოგვემატა. „აპოელი“, დაახლოებით, იმავე დონის გუნდია, როგორებიც ჩვენი წინა მეტოქეები იყვნენ. თუმცა, საკუთარი უპირატესობები და სუსტი მხარეები გააჩნიათ. მაგრამ ორი ეტაპის გადალახვით ჩვენც უფრო ძლიერები გავხდით“, - მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა გორის „დილას“ მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.

შეგახსენებთ, განმეორებით თამაშს „დილა“ „აპოელთან“ 17 აგვისტოს კვიპროსში გამართავს.

კვირის ამბები