კულტურა
10.08.2023 12:19
„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ - ხელოვნების სახლმა ღია სივრცეში ფილმის ჩვენება გამართა

გორში, ხელოვნების სახლის ინიციატივით, კინოჩვენება გაიმართა.

„ლომჭაბუკის“ სკვერში მაყურებელმა ბესო სოლომანაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ იხილა.

ჩვენებას ფილმის რეჟსორი ბესო სოლომანაშვილი, სცენარისტი ირაკლი სოლომანაშვილი და მთავარი როლის შემსრულებელი დუტა სხირტლაძე ესწრებოდა.

რაც შეეხება ფილმის (საომარი დრამა) მნიშვნელოვან ასპექტებს - ამბავი 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრამდე, ზუსტად 6 საათით ადრე უამბო ქართველმა გლეხმა რობიზონმა ჟურნალისტებს და დაიწყო ომი.

„ეს არ არის ფილმი ომის შესახებ, ეს არის ფილმი გაუთავებელი ომით გაწამებულ ადამიანებზე.

ეს არის ფილმი დიდ აგრესიულ ოკუპანტ სახელმწიფოსა და რობიზონს შორის დაპირისპირებაზე“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ფილმის ჩვენების ბოლოს რეჟსორმა და სცენარისტმა მაყურებლის შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

აღსანიშნავია, რომ სხვა მსახიობებთან ერთად, ფილმში  გ. ერისთავის თეატრის მსახიობები: ნათია ტატულაშვილი, ზაზა ცარულაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი და კახა ბერიძე თამაშობენ.

ცნობისთვის, ღია სივრცეში ფილმის ჩვენება  ხელოვნების სახლის პროექტის „თავისუფალი ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.

კინოჩვენებები ღია სივრცეში ყოველ კვირას ჩატარდება.
კვირის ამბები