12.02.2020 17:26
„სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ - წიგნის პრეზენტაცია გორში
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, ტურიზმის თემაზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. დაინტერესებულ პირებს, საკუთარი ნაშრომი - „სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბრეგაძემ წარუდგინა.
„სახელმძღვანელო განკუთვნილია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაწოდებლად. ზემოხსენებული გამოცემის საშუალებით, დაინტერესებული პირები შეძლებენ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც, საბოლოო ჯამში, სუბიექტებს სწორი მიმართულებით განვითარების შესძლებლობას მისცემს. სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ტურიზმის ეკონომიკური ეფექტები, დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, ტურიზმის სტრატეგიული დოკუმენტები, ჯანრთელობის ტურიზმი და სხვა“ - აცხადებენ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაში.