ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ჩვენი ქვეყნის ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, ბუდაპეშტის მასტერსზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
კლუბ „გოლდენ გორის“ წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა მასტერსზე 4 შეხვედრა მოიგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი, კიდევ ერთი გორელი ძიუდოისტი, ახალგაზრდა და მეტად პერსპექტიული გიორგი ტერაშვილი (კლუბი „გორიჯვარი“) დაამარცხა.