კულტურა
10.08.2023 11:41
გორში, ბენდისთვის, ვოკალისტ გოგონას ეძებენ

ვიწყებთ, გორში, ვოკალისტი გოგონას შერჩევას ბენდისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების სექტორის, ანსამბლ ,,გორი"-ს დირექტორი, საოპერო მომღერალი და პოეტი დავით დარბაიძე ავრცელებს.

დარბაიძის განცხადების თანახმად, შერჩეულ სოლისტს ექნება მაღალი, სტაბილური ფინანსური შემოსავალი.

,,ვიწყებთ, გორში, ვოკალისტი გოგონას შერჩევას ბენდისთვის.

აუცილებელი პირობაა: როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი, თანამედროვე, რიტმული (ენერგიული) რეპერტუარის შესრულება.

თანამშრომლობის შემთხვევაში, ვინაიდან ბენდი ორიენტირებულია როგორც შემოქმედებითი, ასევე კომერციული ხაზით საქმიანობაზე, სოლისტს ექნება მაღალი, სტაბილური ფინანსური შემოსავალი და საშუალება, აღნიშნულ ბენდში თავისი ნიჭისა და ინდივიდუალიზმის რეალიზების.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერთ პირად შეტყობინებაში“, აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დავით დარბაიძე ავრცელებს.

კვირის ამბები