საზოგადოება
10.08.2023 11:10
ევროპის კონტინენტზე ხანძრებს 9 ქვეყანაში ებრძვიან, რთული ვითარებაა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში

ხანძარი ევროპის 9 ქვეყანაში მძვინვარებს. ცეცხლი უკიდია ევროპის კონტინენტის ტყის მასივების ძირითად ნაწილს, საზღვაო კურორტებს, ურთულესი ვითარებაა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, შედეგები ყოველდღიურად მძიმდება, მატულობს ევაკუირებულთა რიცხვიც.

რთული ვითარებაა პორტუგალიაში, საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში. მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრების მაღალი რისკია პორტუგალიის 120-ზე მეტ მუნიციპალიტეტში.

პირენეს ნახევარკუნძულზე წელს უკვე მესამე სიცხის ტალღა ფიქსირდება.

ხანძარი გაჩნდა საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კურორტზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირები ისვენებდნენ.

ხანძარს ებრძვიან გერმანიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პატარ ფრანგულ ქალაქ ვინცენჰაიმში მდებარე რეკრეაციულ ზონაშიც.

მასშტაბური ხანძარია ჰავაის კუნძულ მაუიზე არსებულ ტყის მასივშიც.

ევროპის კონტინენტზე ხანძრების შედეგად არიან დაღუპულები, დაკარგულები, ასობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტია ევაკუირებული, ათასობით ადამინი თავშესაფარშია გადაყვანილი, განადგურებულია ტყის მასივები და ინფრასტრუქტურა.

ტყის ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ხანძრების გარდა, უამრავ პრობლემას ქმნის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენჯერმე გაიზარდა კონდიციონერების მოხმარება, არაერთი ქვეყნის ენერგოსისიტემამ დატვირთვას ვერ გაუძლო და ცალკეულ ქვეყნებში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხებები შეიქმნა.

კვირის ამბები