შოვში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს, შუადღით, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 21 ადამიანი დაიღუპა, 31 პირს, მათ შორის ბავშვებს, ამ დრომდე ეძებენ, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.
ძებნა-შველის ოპერაციები შოვში 10-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ღონისძიებებში ჩართულები არიან პოლიციის დანაყოფები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებიც.