11 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ღია საჭიდაო არენაზე ტრადიციული ტურნირი ჩატარდება.
ქართული ჭიდაობა „შინდისის გმირებს“ ეძღვნება და დიდებს შორის ტარდება.
ტურნირის ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას და მოჭიდავეები პირველობისთვის 4 წონით კატეგორიაში (60, 70, 80, + 80 კგ.) იბრძოლებენ.
ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდებიან.
შინდისის ღია საჭიდაო არენაზე ასპარეზობა 11:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ტურნირის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.