საზოგადოება
09.08.2023 14:01
შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შოვის სიახლოვეს მდებარე სოფელ გლოლას მოსახლეობას.

„ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგული იყო 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილით განახლებული მონაცემებით, ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი. ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სოფელ გლოლის მოსახლეობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს, შუადღით, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 32 პირს, მათ შორის ბავშვებს, ამ დრომდე ეძებენ, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.

შოვში მიმდინარე ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა სამსახური, ასევე თავდაცვის სამინისტრო. პარალელურ რეჟიმში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

კვირის ამბები