გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა და ტურისტთა კლება გამოიკვეთა და აღნიშნულ თვეში გორის მუნიციპალიტეტს 47 940 ვიზიტორი ეწვია, რაც ივნისთან შედარებით 6996-ითაა შემცირებული.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აგვისტომდე მუნიციპალიტეტს 205 845 დამთვალიერებელი სტუმრობდა, მათ შორის 154 443 უცხოელია.
„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, მუნიციპალიტეტს ტურისტული ობიექტების დასათვალიერებლად, იანვარში - 10 967, თებერვალში - 7 876, მარტში - 17 761, აპრილში - 26 016, მაისში - 40 349, ივნისში - 54 936, ხოლო ივლისში 47 940 ვიზიტორი და დამთვალიერებელი სტუმრობდა“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ცნობაში.