საზოგადოება
09.08.2023 13:33
გორში კიბოს სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს

შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერა“ „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გორში ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევებს ატარებს.

სკრინინგი დილიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან, მობილურ კლინიკაში (გორი, სტალინის N2) მიმდინარეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, უფასო გამოკვლევებში შედის ძუძუს კიბოს სკრინინგი: 40-70 წლის ასაკის ქალებში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად. ასევე, ბენეფიციარებს უტარდებათ მამოგრაფიული გამოკვლევა და პაციენტისთვის ექიმთან კონსულტაციაც უფასოა.

„გამოკვლევას ექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე დამადასტურებელი დოკუმენტით. უფასო სკრინინგი ვერ ჩაუტარდება მხოლოდ ქალბატონებს თბილისის ჩაწერით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კვირის ამბები