დღეს, 9 აგვისტოს, 20:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე - 3 x 3 კალათბურთში, მეოთხედფინალური თამაშები დაიწყება.
შეხვედრები ჭალის (სხირელის დარბაზის მიმდებარედ) კალათბურთის მოედანზე გაიმართება და დასწრება თავისუფალია.
კალათბურთის პირველობა - 3 x 3-ზე „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში იმართება და მონაწილეობენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 წლიდან ზემოთ ასაკის მოყვარული კალათბურთელები, ხოლო ასპარეზობაში სუპერლიგის და A ლიგის მოთამაშე კალათბურთელები არ მონაწილეობენ.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. I ადგილზე გასულ გუნდს 1 500 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 1 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო III ადგილის მფლობელი 500 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ორგანიზებით ტარდება.