უეფას საკონფერენციო ლიგის (UEFA conference league) მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გორის „დილა“ 10 აგვისტოს, დინამო არენაზე გამართავს.
თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება და „დილას“ მეტოქე კვიპროსული გუნდი „აპოელი“იქნება.
განმეორებითი მატჩს „აპოელთან“ გორის „დილა“ 17 აგვისტოს კვიპროსში გამართავს.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს 11:00 საათიდან ბილეთები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება, სადაც ბილეთების შეძენა 1 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო 9-10 აგვისტოს კი ბილეთების რეალიზაცია დინამო არენას სალაროებშიც მოხდება და ბილეთებს აღნიშნულ სალაროში 5 ლარად შეიძენს გულშემატკივარი.