საზოგადოება
08.08.2023 11:06
აბიტურიენტების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო

დღეიდან, 8 აგვისტოდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების საპრეტენზიო განაცხადების მიღება სამი დღის განმავლობაში იწარმოებს და  10 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულ ფორმატში ვებგვერდზე: online. naec. ge/defonline იქნება შესაძლებელი.

„აბიტურიენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კვირის ამბები