საზოგადოება
08.08.2023 13:56
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქში არსებული, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსეთ-საქართველოს ომი და აღნიშნა, რომ ომის დროს დაღუპულ გმირთა პატივისცემა ყველა ადამიანის მოვალეობაა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს შოვში მომხდარი ტრაგედია. დღეს კი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავიხსენოთ თუ რა რთული დღეები გაიარა საქართველომ 15 წლის წინ, მოვიხსენიოთ იმ ადამიანთა სულები, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომს შესწირეს თავი. მჯერა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე“, - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს დილიდან გორში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.

 

 

 

 

კვირის ამბები