საზოგადოება
04.08.2023 15:30
ავტომობილი, რომლითაც 9 ადამიანი გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, არის მსხვერპლი

 

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდალეთთან ახლოს „მიცუბიში პაჯერო იოს“ მარკის ჯიპი, რომლითაც 9 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფმა რამდენიმე პირმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

როგორც „გორის მაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  მეექვსე ნაწილით (მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

კოდექსის მიხედვით, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კვირის ამბები