სპორტი
04.08.2023 13:18
გორელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა, კიკბოქსინგში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე („რაინდების თასი“) წარმატებით იასპარეზეს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, ნიკა მთიულიშვილი (60 კგ.) და დათა გელაშვილი (67 კგ.) შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.

რაც შეეხება საბა კობალაძეს (51 კგ.), ალექსანდრე კუდუხოვს (57 კგ.) და ლუკა ყეინაშვილს (71 კგ.), მოკრივეებმა ტურნირი მეორე ადგილით დაასრულეს.

სპორტსმენების მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილია.

ცნობისთვის, კიკბოქსინგში გამართულ საერთაშორისო ტურნირს დედოფლისწყარომ უმასპინძლა.
კვირის ამბები