საზოგადოება
03.08.2023 15:48
70-დან 70 ქულა - გორის ინგლისური ენის სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა უცხო ენაში უმაღლესი შეფასება აიღო

ჩვენმა კუსდამავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები ინგლისურ ენაში. გვყავს ისეთებიც, ვისაც ყველაზე მაღალი ქულა აქვთ და გვინდა, ჩვენი სიხარული საზოგადოებას გავუზიაროთ, - წარმატებული აბიტურიენტების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას გორის ინგლისური ენის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ნოდარ ჯალაღანია, გიორგი მანძულაშვილი, თაკო საძაგლიშვილი, თაკო გოგიძე და ნინო ჩაგელიშვილი - 70-დან 70 ქულა!

ხუთივე მათგანმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ძალიან ვამაყობთ მათით და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები