საზოგადოება
03.08.2023 14:26
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში 362 მედლის კანდიდატი გვყავს - ნანა ტერმაკოზაშვილი
წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 311 ოქროს და 51 ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებულია - ამის შესახებ „გორის მაცნესთან“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.

„წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 311 ოქროს და 51 ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული გვყავს. თითოეულ მათგანს შესაბამისი ხარისხის მედალი გასული სამი წლის განმავლობაში კარგი აკადემიური მოსწრებისთვის გადაეცემა“ - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეს, რომლის აკადემიური მოსწრება საშუალო საფეხურზე დამრგვალების გარეშე 10 ქულაა, ოქროს მედალი და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.
კვირის ამბები