რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მიმდინარე წელს, 30 600 000 ლარი დაიხარჯება, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. გიგი ხოჯევანიშვილი რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად სწორედ არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისებას მიიჩნევს და ამბობს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურადაა ჩართული რეგიონში ტურისტების მოზიდვის კამპანიაში.
„ჩვენს რეგიონში ორი უმსხვილესი ინფრასტუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ორივე მათგანი წლის ბოლომდე დასრულდება და შედეგად, გვექნება მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა როგორც ძამის, ასევე, ატენის ხეობაში. ორივე ხეობა საკმაოდ დატვირთულია ტურისტული ლოკაციებით და ჩვენს ინტერესებში შედის, მაქსიმალურად ავითვისოთ ორივე მიმართულება. გასათვალისწინებელია გეოგრაფიული არეალიც, რელიეფურად საკმაოდ რთული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი, შესაბამისად, ეს დიდ დროს და ფინანსურ რესურსს საჭიროებს, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლომდე, ორივე ხეობას ექნება გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა თავისი სანიაღვრეებით, კონკრეტულ პერიმეტრებზე ბორდიურებით და ყველა იმ დამატებითი დეტალით, რაც თანამედროვე სტანდარტების გზას სჭირდება,“ - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ასევე, ისაუბრა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ მიმართულებებზე და თითოეული მათგანის განვითარების გზებზე