გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში „საზაფხულო ბანაკი 2023“ გაიხსნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დააფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბანაკი, კონკურსის წესით შერჩეულ 150 ბენეფიციარს სამ ნაკადად უმასპინძლებს.
„თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე გაემგზავრება. ისინი ბაკურიანში ხუთი სრული დღე დარჩებიან. კონკურში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 16-20 წლის ახალგაზრდებს შეეძლოთ. ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემებზე: ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია; პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა; ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება; პროექტების წერა; ემოციური კაპიტალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც. გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც“, - აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მეორე წელია მასპინძლობს.