გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხინვალის გზატკეცილზე, ვოლოგდის დასახლებაში არსებული სკვერის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
თვითმმართველობის ინფორმაციით, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 249 985 ლარია გათვალისწინებული.
შესყიდვის ფარგლებში წინადადებები 17 აგვისტოდან 22 აგვისტომდე მიიღება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
„პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით ხორცილედება. მოგეხსენებათ, პროგრამა საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა.პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აცხადებენ მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში