შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, რა დროსაც დაიღუპა 90 დადაშავდა 1850 მოქალაქე.
სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზეა თბილისი (706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა).
რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება (167 შემთხვევა). შემთხვევების სიმრავლით რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა აჭარა - 150 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62, შიდა ქართლი - 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი - 27, მცხეთა- 46, გურია - 21.
ინფორმაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 503 შემთხვევა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეით მოსიარულეზე - 414 შემთხვევა.
ამასთან, ამავე პერიოდში 167 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.
რაც შეეხება შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს:
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 34;
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ - 0;
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 80;
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 82;
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 62;
მოძრაობის დაწყების მანევრი - 26;
მოხვევის მანევრი - 60;
მობრუნების მანევრი - 8;
უკუსვლით მოძრაობა - 14;
გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 28;
ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა - 58;
მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა - 2;
ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 1;
დისტანციის დაუცველობა - 88;
სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა- 3;
განლაგების წესის დარღვევა - 1;
რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა - 1;
სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა - 712;