საზოგადოება
12.02.2020 14:02
რა ცვლილებებით მოგიწევთ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება

სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, საქართველოს პარ­ლა­მენ­ტი „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს. აღნიშნული კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის პირველი ნაწილის განხილვა, რომელიც მარ­თვის მოწ­მო­ბის გამოცდის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის ორ ეტა­პად გა­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს, დეპუტატებმა უკვე დაიწყეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე ინი­ცი­რე­ბა გა­სუ­ლი წლის მარ­ტში მოხ­და, თუმ­ცა, ამ დრომ­დე, მისი პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვა არ მომ­ხდა­რა.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მოც­დის პირ­ვე­ლი ეტა­პი (სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნევ­რე­ბი) ისევ და­ხუ­რულ სა­გა­მოც­დო მო­ე­დან­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, ხოლო მისი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რე ეტა­პი რე­ა­ლუ­რი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში – წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ მარ­შრუ­ტებ­ზე გადაინაცვლება იქნება.

გარ­და ამი­სა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, შე­მო­დის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ახა­ლი კა­ტე­გო­რია - „AM“, რო­მე­ლიც მო­პე­დებ­სა და მსუ­ბუქ კვად­რო­ციკ­ლებს აერ­თი­ა­ნებს. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის არ­სე­ბულ კა­ტე­გო­რი­ებს, ასე­ვე, ემა­ტე­ბა „A2“ ქვე­კა­ტე­გო­რი­აც, რო­მე­ლიც მსუბუქი მოტოციკლის (რომ­ლის სიმ­ძლავ­რე არ აღე­მა­ტე­ბა 35 კვტ-ს და სიმ­ძლავ­რის/წო­ნის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი არ აღე­მა­ტე­ბა 0,2 კვტ/კგ-ს) მართვის უფლების მინიჭებას გულისხმობს.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, დღე­ი­სთ­ვის, მო­პე­დის მეშ­ვე­ო­ბით ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი 18 წლამ­დე ასა­კის პი­რია და­საქ­მე­ბუ­ლი და ზემოხსენებული ცვლილებები სწორედ მათი უსაფრთხოების მიზნით დაიგეგმა.

„მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ორე­ტა­პი­ა­ნად გარ­დაქ­მნა, ბუნებრივია, მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდას იწ­ვევს. „B“ კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ველ ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის სა­ფა­სუ­რი – 40 ლარი, მე­ო­რე ეტაპ­ზე კი, 90 ლარი იქნება. რაც შე­ე­ხე­ბა თე­ო­რი­ულ კომ­პო­ნენტს, თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის სა­ფა­სუ­რი 40-ის ნაცვლად 20 ლა­რი­ გახ­დე­ბა.  იცვლება „A1“ ქვე­კა­ტე­გო­რი­ის და „B“ კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის­თვის დად­გე­ნი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი და 17-ის ნაც­ვლად 18 წელი ხდე­ბა. ამასთან, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 18 წლამ­დე ასა­კის პირს შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოს მხო­ლოდ AM (მო­პე­დი), T (ტრაქ­ტო­რი) და B1 (კვად­რო­ციკ­ლი) კა­ტე­გო­რი­ის/ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

კვირის ამბები