სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა გააჩნდეს სამედიცინო დაწესებულებაში ექთანად დასაქმების უფლების და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის შესაბამისი (მათ შორის საექთნო საქმის ბაკალავრის) კვალიფიკაცია.
სასურველია კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: ჰქონდეს ექთნის თანამდებობაზე მუშაობის, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის და ბავშვებთან მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 550 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
სამუშაოს დაწყების თარიღად პირველი სექტემბერია მითითებული.