საზოგადოება
02.08.2023 12:32
შიდა ქართლში ალოობა აქტიურ ფაზაშია
შიდა ქართლში ქერისა და ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. მოსავლის ნაწილი მეურნე-ფერმერებმა უკვე დააბინავეს. რაც შეეხება მარცვლეულის ამღებ ტექნიკას, ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მინდვრებში 30-მდე კომბაინი მუშაობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება მოსახლეობას შეუფერხებლად შეუძლია, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნესთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.

„შიდა ქართლში ალოობა აქტიურ ფაზაშია. გორის, კასპის, ქარელის მინდვრებში მიმდინარეობს როგორც ქერის, ასევე ხორბლის მოსავლის დაბინავების პროცესი. რაც შეეხება ხაშურს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ალოობა მოგვიანებით დაიწყება, თუმცა, რამდენიმე ლოკაციაზე მარცვლეულს უკვე იღებენ.

ჩვენი მონაცემებით, ამ დროისთვის უკვე მომკეს ქერის მოსავლის 65 და ხორბლის ნათესების 45 %. მოსავალი საშუალო ხარისხისაა. სრულებით საკმარისია ამღები ტექნიკაც. ასე რომ, ალოობის შემაფერხებელ გარემოებად მხოლოდ ამინდის გაუარესება შეიძლება იქცეს,“ - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.
კვირის ამბები