სსიპ - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 4-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში; იცოდეს ქცევის მართვის სტრატეგიები და იცნობდეს ეროვნული სასწავლო გეგმას.
დამსაქმებლის განცხადებით, უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგად და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 200-245 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 7 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.