საზოგადოება
01.08.2023 15:53
გორში კიბოს სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩატარდება

9 აგვისტოს გორში შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერა“ „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უფასო გამოკვლევებში შედის ძუძუს კიბოს სკრინინგი: 40-70 წლის ასაკის ქალებში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად. მათივე ცნობით, ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ მამოგრაფიული გამოკვლევაც და გაივლიან ექიმთან კონსულტაციას.

„გამოკვლევას ექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე დამადასტურებელი დოკუმენტით. უფასო სკრინინგი ვერ ჩაუტარდება მხოლოდ ქალბატონებს თბილისის ჩაწერით. ყველა დაინტერესებულ პირს, გთხოვთ, მობრძანდეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (გორი, სტალინის N2)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები