საინტერესო ამბები
01.08.2023 13:27
ზაფხულის ბოლო თვე ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის ძალიან რთული იქნება - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგების პროგნოზით, ზაფხულის ბოლო თვე, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის ძალიან რთული იქნება.

ვერძი

ვერძისთვის წინ საკმაოდ რთული პერიოდია, თუმცა, ბევრი ვერძი წარმოუდგენლად ძლიერ მოთმინებას და გამძლეობას გამოავლენს.

შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ხარჯებიც ბევრი იქნება. ასეა თუ ისე, აგვისტოში ფინანსური ზარალი ნაკლებად სავარაუდოა.

რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს, აგვისტოში ყველა ვერძმა ამ დევიზით უნდა იხელმძღვანელოს - ენდე, მაგრამ შეამოწმე.

მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს და გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით იფრთხილეთ 12-იდან 22 აგვისტომდე პერიოდში.

კურო

კუროსთვის დაღმასვლის პერიოდი დღება, პარალელურად, პირად ცხოვრებაში გაურკვევლობის პერიოდი იწყება. ფინანსური თვალსაზრისით, აგვისტო წინააღმდეგობრივი თვეა. ბევრი ხარჯი გელით და მათი უმეტესი ნაწილი მეუღლის, შვილების, პირად და ოჯახურ საჭიროებებს უკავშირდება.

თვის დასაწყისსა და ბოლო დღეებში შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეიქმნას. სავარაუდოდ, მიზეზი ვიღაცის ამბიციები ან ფინანსური ხასიათის პრეტენზიები იქნება.

ტყუპები

ტყუპებისთვის აგვისტოში ეკლიანი იქნება, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ აჩქარდებით.

რეტროგრადული ვენერა და რეტროგრადული მერკური თქვენს პირად ცხოვრებაში გაურკვევლობას შემოიტანს.

ჰოროსკოპი არც ოჯახურ კონფლიქტს გამორიცხავს, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გზიდან არ გადაუხვიოთ.

მზად იყავით იმისთვის, რომ აგვისტოს ბოლოს ხარჯები და პრობლემები თქვენს საფულეს დააცარიელებს. ზოგი ტყუპები უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებიდან კარგ შემოსავალს მიიღებს.

გამორიცხული არ არის, რომ თვის ბოლოს ახალი სამუშაოს ძებნა მოგიწიოთ, რადგან კოლეგებთან ან მენეჯმენტთან ურთიერთობა შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს.

კირჩხიბი

წინ საკმაოდ არასტაბილური თვეა, სადაც ყველა პრობლემა ფინანსებს უკავშირდება. ეცადეთ, ობიექტურობა შეინარჩუნოთ და რეალობას არ გაექცეთ, მაშინ პრობლემებს თავს დააღწევთ.

აგვისტოს მეორე ნახევარში პრობლემები შეიძლება ნათესავებს შორისაც გაჩნდეს. ახლო ნათესავებიდან ვიღაც შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს ან დაავადდეს.

აგვისტოს მთავარი პრობლემაა რთული ურთიერთობა მოკავშირეებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან ან დაქორწინებულ წყვილებში - მეუღლესთან. ყველაფრის მიზეზი ფინანსები და მატერიალური ვალდებულებებია. პრობლემების მოგვარებას მხოლოდ სექტემბერში შეძლებთ.

ფრთხილად იყავით მოგზაურობისა და მანქანის მართვის დროს, საკმაოდ მაღალია ავარიების რისკი.

ლომი

რეტროგრადული ვენერა აგვისტოში თქვენს ნიშანში მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ ბევრ თქვენგანს მოუწევს ოსტატურად მანევრირება პრობლემებს შორის, რომელიც ზაფხულის ბოლო თვემ მოუმზადა.

ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია, რადგან ბევრი ხარჯი გელით, თუმცა შემოსავალიც ნორმალური იქნება.

23 აგვისტოს შემდეგ შესაძლოა საეჭვო ხასიათის წინადადება მიიღოთ, რომელიც ნახევრად კრიმინალურ ან ფარულ საქმიანობას უკავშირდება.

ქალწული

წინ რთული თვე ელით ქალწულებს. ეცადეთ, სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ და არასტაბილური თვის სირთულეები უდანაკარგოდ გადაიტანოთ.

ფინანსური პროგნოზი პესიმისტურია, რადგან პროფესიულ საქმიანობაში შექმნილი სირთულეები მატერიალურ კეთილდღეობაზე აისახება.

მთელი აგვისტოს მანძილზე ვენერა რეტროგრადულია, 23 აგვისტოდან კი მერკურიც რეტროგრადული ხდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზაფხულის ბოლო თვე კარიერასა და ბიზნესში კატეგორიული გადაწყვეტილებებისა და სწრაფი მოქმედებებისთვის არახელსაყრელი დროა.

სასწორი

აგვისტოში უამრავი ხარჯი გელით და უმეტესწილად, ეს დაკავშირებულია მუშაობასთან, ვალებთან და ახლობლების საჭიროებებთან, თუმცა, შეგიძლიათ, ახლობელი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

აგვისტოში შეყვარებულების ურთიერთობაში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს. მიზეზი სიყვარულის პლანეტა ვენერაა, რომელიც მთელი აგვისტოს მანძილზე გაურკვევლობას ქმნის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რომ არ დაზარალდეს, გულწრფელობა და წინდახედულობა გმართებთ. უფრთხილდით ინტრიგების მოყვარულ და ჭორიკანა ადამიანებს.

მორიელი

მორიელს წინ აქტიური, მაგრამ არასტაბილური პერიოდი ელის.

ეცადეთ, პირად და სამუშაო დროს შორის საზღვარი გაავლოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ სტრესული სიტუაციებიც თავიდან აცილებას.

სირთულეების მიუხედავად, ფულთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

აგვისტოში შეიძლება ხშირად მოგიწიოთ ნერვიულობა, მოსალოდნელია ოჯახში პრობლემებიც, ამიტომ, ეცადეთ, მაქსიმალური თავშეკავება და მოთმინება გამოიჩინოთ, რომ უდანაკარგოდ გადალახოთ ეს პერიოდი.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის ზაფხულის ბოლო თვე დაბრკოლებების გადალახვით ხასიათდება, ამიტომ, ეცადეთ, ნებისყოფით და მოთმინებით აღიჭურვოთ.

შეყვარებულებს შორის გამორიცხული არ არის კონფლიქტები და პრეტენზიები, სხვადასხვა მიზეზით დროებითი განშორება. ნებისმიერ შემთხვევაში, დაუფიქრებელ სიტყვებსა და მოქმედებებს უნდა მოერიდოთ.

რაც შეეხება შემოსავლებს, ამ არასტაბილურ თვეში, ფინანსების მხრივ მშვილდოსნისთვის ყველაფერი წესრიგშია.

იქიდან გამომდინარე, რომ ავარიების რისკი მაღალია, სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის და მოგზაურობის დროს.

თხის რქა

ზაფხულის ბოლო თვე თხის რქის ნებისყოფას კიდევ ერთ გამოცდას მოუწყობს. გახსოვდეთ, რომ რაციონალური მოქმედება ინტუიციურზე უკეთ გამოგდით.

თხის რქისთვის ვენერა მთელი თვე უკუსვლით მოძრაობს, აგვისტოს ბოლო ათი დღის განმავლობაში კი, მას რეტროგრადული მერკურიც შეუერთდება. ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება დაძაბული ფონი, შეიძლება ნათესავებთან ურთიერთობაში არსებული ძველი პრობლემებიც გამწვავდეს.

გარდა ამისა, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. ხარჯები შეიძლება ბავშვების განვითარებას, სამსახურს, ოჯახს ან დასვენებას უკავშირდებოდეს. ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ და ფინანსურ სფეროში უმცირესი რისკიც კი თავიდან აიცილოთ.

მერწყული

მერწყულისთვის აგვისტო კოსმიური წინააღმდეგობებით სავსე თვეა. ეცადეთ, მთავარი მიზნები არ დაივიწყოთ, მაგრამ არც მოვლენების განვითარება დააჩქაროთ.

აგვისტოს ფინანსური არასტაბილურობის მიუხედავად, უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ.

აგვისტოში ყველაზე მეტად რეგულარული დასვენება და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და გახსოვდეთ ზომიერების გრძნობა კვებაში.

თევზები

თევზებო, აგვისტოში ყველაზე მეტად მკვეთრ მოძრაობებს უნდა მოერიდოთ - უბრალოდ დარჩით იქ, სადაც ხართ.

პირად ცხოვრებაში უთანხმოება, კამათი და პრობლემები გელით. მიზეზი პლანეტა სატურნის დამანგრეველი გავლენაა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.

რაც შეეხება შემოსავლებს, საქმეები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ჯერჯერობით დიდ შესყიდვებს და ფინანსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ.

12 აგვისტომდე პერიოდში, შესაძლოა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაიძაბოს, ამიტომ, აღიჭურვეთ მოთმინებით.

აგვისტო ხელსაყრელი დროა სამედიცინო გამოკვლევებისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის, ამასთანავე, კარგი იქნება თუ ბუნებაში დასვენებას შეძლებთ.

კვირის ამბები