საზოგადოება
01.08.2023 12:46
უახლოესი 3 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ მონაკვეთზე იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 3 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ მონაკვეთზე იწვიმებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 2 აგვისტოს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, 14 საათიდან კი, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ მონაკვეთზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი.

+31 გრადუსი, პერიოდულად ღრუბლიანობა და 15 საათიდან ნალექია ნავარაუდევი 3 აგვისტოს.

მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი 4 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +29 გრადუსს მიაღწევს.

5 აგვისტოდან კი გორში უნალექო ამინდი და ტემპერატურის +35 გრადუსამდე მატებაა ნავარაუდევი.

კვირის ამბები