საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა და 6 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა.
მიმდინარე წელს, 2022 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით.