გორის მუნიციპალიტეტის ავტუბუსებზე რეკლამები განთავსდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრანსპორტის გარე ფასადებზე აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამებს განათავსებს და სარეკლამო ბანერები 14 ავტობუსის ფასადზე გაიკვრება.
„გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში ავტობუსების გადაადგილების მარშრუტების საინფორმაციო დაფები განთავსდა. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ სქემაზე კონკრეტული გაჩერების ზუსტი მისამართები და ავტობუსების მარშრუტები ნახონ. საინფორმაციო დაფები განთავსდა ავტობუსების როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარე ფასადებზე.
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო საინფორმაციო დაფების გაკვრას ავტობუსების გაჩერებებზეც გეგმავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში