საზოგადოება
01.08.2023 10:03
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოქვეყნდა
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online. naec. ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

შეგახსენებთ, აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითების და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
კვირის ამბები