საზოგადოება
01.08.2023 11:47
საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებული აღსაზრდელების მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი საჭირო დოკუმენტების წარდგენას სააგენტოში დღეიდან შეძლებს

2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, დარეგისტრირებული აღსაზრდელების მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საჭირო დოკუმენტების წარდგენა სააგენტოში 1 აგვისტოდან (15:00 საათიდან) 20 აგვისტოს ჩათვლით შეეძლება.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, სააგენტოს ინფორმაციით, დაგჭიდებათ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, ორი ფოტოსურათი (3X4), მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი, რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

შეგახსენებთ, ბაღებში 2023-2024 წლის სასწავლო-სააღზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.

კვირის ამბები