შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობას ინოვაციურ ბანაკში მიიღებენ.
კონკურსის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდები გორის, ქარელის კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებიდან ბაკურიანში უკვე გაემგზავრნენ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ინოვაციურ ბანაკში ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გამოყენებულ კოდებს, რობოტექნიკას, პროგრამირებას და სხვა ისეთ მნიშვნელოვან ცოდნას დაეუფლებიან, რაც მომავლის პროფესიებთანაა დაკავშირებული.
„ინოვაციურ ბანაკში თითოეული მუნიციპალიტეტიდან 13 ახალგზრდა შეირჩა. მონაწილეები 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩაერთვებიან. ეს პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ და საკუთარი იდეები რეალობად აქციონ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, ტექნოლოგიური ბანაკი უზრუნველყოფილია კასპის ტექნოპარკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფონდის, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერით. განმახორციელებელი ორგანზიაცია კი „ქლევერტონია“.