კულტურა
31.07.2023 13:46
„პრემიერა“ - გორის თეატრში ახალი თეატრალური სეზონისთვის ემზადებიან

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. როგორც თეატრში აცხადებენ, სეზონის დასრულების მიუხედავად, შემოქმედებითი პროცესები არ წყდება და ახალი სპექტაკლზე მუშაობა მიმდინარეობს.

თანამედროვე რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს   ლალი როსებას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით „პრემიერა“ წარუდგენს.

„გ. ერისთავის სახელობის თეატრში შემოქმედებითი პროცესები არ წყდება, შემდეგი სეზონის მორიგ საპრემიერო სპექტაკლზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისორობით დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობენ: ლიკა კევლიშვილი, ქეთი ლუარსაბიშვილი, ელენე დარჩია, მაკა შალიკაშვილი, სოსო მგალობლიშვილი, ომარ ბექაური, ამირან ქაჩიბაია და ნოდარ ცერცვაძე.

კვირის ამბები